დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ წირვის შემდეგ შეასრულა ფეხთბანვის მსახურება. რიტუალი ზუგდიდის ივერიის
ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გაიმართა.
მეუფემ ფეხი მღვდლებსა და სტიქაროსნებს დაბანა.
ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
ფოტო: ლევან გაბეჩავა
მასალის გამოყენების პირობები