იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, დღეს, ცეცხლის გადმოსვლას ათასობით მართლმადიდებელთან ერთად, აფხაზეთიდან ჩასული
მომლოცველებიც დაელოდებიან.
ისინი წმინდა მიწაზე 21 აპრილს ჩავიდნენ, წერს „აფსადგილ ინფო“. მათ იერუსალიმის აეროპორტში სპეციალური ჩარტერული რეისი დაელოდება, რომლითაც ისინი სოჭში გაემგზავრებიან, იქიდან კი „წმინდა ცეცხლს" 11 საათისთვის სოხუმის საკთედრო ტაძარში მიიტანენ.
გამოცემის ცნობით, მომლოცველების მგზავრობა მეცენატმა ბესლან ეშბამ დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები