ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზია "ინტერ ავტო" გაქურდეს. რადიო "ათინათს" მაღაზიის მენეჯერმა მიხეილ პაჭკორიამ
უთხრა, რომ დღეს დილით მაღაზიის კარი ჩამტვრეული დახვდათ.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია, დაახლოებით, 50 000 ლარის ნაწილები და თანხა 2000 ლარის ოდენობით.
"გუშინ არ ვმუშაობდით. დღეს დილით რომ მოვედით, მაღაზიის კარი დაგვხვდა ჩამტვრეული. წაღებულია ფული და ავტონაწილები", - აღნიშნა პაჭკორიამ.
ადგილზე მუშაობს პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ზარალის ოდენობა დგინდება.
მასალის გამოყენების პირობები