გალის რაიონის სოფელ თაგილონში „საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის“ 1986 წელს დაბადებული სოხუმის მკვიდრი, ამჟამად თბილიში მცხოვრები, ზაზა შარია დააკავეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა შარია 2013 წელს გალის რაიონის პროკურატურამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. ის ძებნაში 2014 წელსაც იყო, თოფურიების ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმის ბრალდებით. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის წევრებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები და მათთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 340 ათასი რუსული რუბლი შეადგინა.
ამჟამად აღნიშნულ დანაშაულებებზე გამოძიება განახლდა და დაკავებულის მიმართ აღძრული მუხლები ერთ საქმედ გაერთიანდა.
მასალის გამოყენების პირობები