მიმდინარე წლის ბოლოს სოხუმში ფულის მუზეუმი ამოქმედდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის
თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე ცნობით, პროექტი 8 მილიონი რუბლის ღირებულებისაა.
“ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ფულის ბრუნვის დიდი ისტორია. მუზეუმი უნდა ემსახურებოდეს ამ საკითხის მიმართ როგორც ჩვენის მოქალაქეების, ასევე აფხაზეთის სტუმრების ინტერესის გაღვივებას“ , - ამბობს ბესლან ბარათელია.
ინფორმაციას გამოცემა „აფსნი ლაიფი“ ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები