ახალი ამბები
ფოთში, სასაფლაოების მოსაწყობად, მიწის ნაკვეთის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი ამხილეს
ფოთში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური სტატუსის მქონე საწარმოს ფუნქციონირებისათვის, სახელმწიფოს მიერ, ერთ-ერთ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს უზურფრუქტის წესით გადაეცა ქალაქ ფოთში მდებარე 4 406 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიუხედავად მიწის ნაკვეთის გადაცემის კონკრეტული მიზნობრიობისა, ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სასაფლაოების მოსაწყობად, მოახდინა 2 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის უკანონო რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირზე, რითაც, სახელმწიფოს მიაყენა 122 466 ლარის მატერიალური ზიანი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 180-ე მუხლების მესამე ნაწილებით და 220-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.