ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბავშვი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით,
ერთმანეთის BMW-ისა და Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯანენ. რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომანქანაში მჯდომი მგზავრი მსუბუქად დაზიანდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით,მისი მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტს კვლევები უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.
მასალის გამოყენების პირობები