სოხუმში, პუშკინის სახელობის მეორე საშუალო სკოლის შენობა იწვის. აფსნიპრესის ცნობით,
ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო სამსახურები. ხანძარი სასწავლო პროცესის დაწყებამდე გაჩნდა.
ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა შენობის სახურავი, თუმცა საკლასო ოთახები და მათში არსებული ინვენტარი ცეცხლს გადაურჩა.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, განათლების მინისტრი ადგურ კაკობა და ქალაქის მერი ადგურ ხარაზია.
მასალის გამოყენების პირობები