დღეს,18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ინფორმაციას "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.
იმ რეგიონებს შორის, ვისაც დენის მიწოდება შეუწყდა, სამეგრელოცაა. თითქმის ერთი საათია, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ზუგდიდი.
გარდა ამისა, აღნიშნული ხაზის გამორთვამ ენგურჰესის 2 აგრეგატის გამორთვა გამოიწვია.
"როგორც კი ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი მუშაობის ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, ენგურჰესის აგრეგატებიც ქსელში ჩაერთვება", - აცხადებენ კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები