ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცმა რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ აპარატებიდან თანხა წაღებული არ არის, გამოძიება კი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მასალის გამოყენების პირობები