ზუგდიდის ხუთ სოფელში ამბულატორია აშენდება, ხუთში რეაბილიტირდება
ზუგდიდის 10 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, საკრებულომ დღეს ერთხმად მოიწონა.
დოკუმენტის თანახმად, ამბულატორიები აშენდება ახალაბასთუმანში, კახათში, ყულიშკარში, ინგირსა და ხურჩაში, ხოლო რეაბილიტირდება ანაკლიაში, ჩხორიაში, ნარაზენში, აბასთუმანსა და ოქტომბერში.
საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ეს ის ობიექტებია, რომლებიც მუნიციპალურ საკუთრებაშია.
მასალის გამოყენების პირობები