ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის საჭიროების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამის შესახებ მან პორტის დათვალიერებისას ისაუბრა.
“პროექტის საჭიროების მიმართ კითხვა არ დგას არანაირი, ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ დღეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. ჩვენი და დარწმუნებული ვარ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სურვილიც არის ის, რომ სამუშაოები მიმდინარეობდეს, აქ იყოს გაჩაღებული უკვე სამშენებლო სამუშაოები და არ გვიწევდეს მხოლოდ ცარიელი ტერიტორიის დათვალიერება“, - თქვა მინისტრმა.
დღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“
წარმომადგენლებათან ერთად, პორტის ტერიტორია პირველად
დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები