გიორგი შენგელია: ,,ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით მე მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც მუნიციპალიტეტს წაადგება" ®
,,ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით მე მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს წაადგება" ეს განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ტელეკომპანია ,,იმედი"-ს პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუ ,,პირისპირ" სტუმრობისას გააკეთა.
გიორგი შენგელიას თქმით, ის არის ზუგდიდელი, დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში და შესაბამისად, კარგად იცნობს აქ არსებულ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებს.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, თხილის სექტორში არსებული პრობლემა და დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი.
მასალის გამოყენების პირობები