სოხუმში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს „უკვდავი პოლკის“ აქციით აღნიშნავენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მეორე მსოფლიოს ომის 74- ე წლისთავს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით, სოხუმში მიტინგი,
სამხედრო მარში და კონცერტებია დაგეგმილი.
საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, გალში აქცია „უკვდავი პოლკი“ გაიმართება, რომელშიც რუსი მესაზღვრეები მიიღებენ მონაწილეობას, 15 საათზე კი საზეიმო კონცერტი შედგება. ღონისძიებები საღამოს, 19 საათზე, ფოიერვერკით დასრულდება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში აფხაზეთიდან 55 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა, მათგან - 900 ქალი. 17 ათასი ადამიანი ბრძოლებში დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები