ჩხოროწყუში მსხვილფეხა საქონლის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
ჩხოროწყუს და მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. დააკავეს. მას ბრალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობაში,
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვაში ედება. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: მცირეკალიბრიანი შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის განკუთვნილი 19 საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის 2 მჭიდი და 33 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი და 160 საბრძოლო ვაზნა. პოლიციამ ზ.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში მის მიერ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი აღმოაჩინა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს“,- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ქურდობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
მასალის გამოყენების პირობები