საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის გარდამტეხი წელი იქნება.
როგორც პრემიერმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში განაცხადა, ფაროსანა მთავარი პრობლემაა, რომელმაც ფერმერებსა და ეროვნულ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
„მთავარი პრობლემა არის აზიური ფაროსანა, რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენს ფერმერებს, ეროვნულ ეკონომიკას. წელს ჩვენ ათჯერ გავზარდეთ ბრძოლის შესაძლებლობები. მე ვფიქრობ, წელს იქნება გარდამტეხი წელი და ფერმერებსა და ყველას, ვისაც შეხება აქვს ამ სფეროსთან, ექნება განცდა, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამო ბოლომდე მოვაგვარებთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი დადიანების სასახლის ეზოში
აგრო-ბიზნეს ფორუმს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები