სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, უძველესი მეგრული ვაზის ჯიშების სანერგე მეურნეობები მარტვილსა და ზუგდიდში გაშენდება. ამის შესახებ მან აგრო-ბიზნეს ფორუმზე
სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკაუდაშში, მეგრული, უნიკალური ვაზის ჯიშების სანერგე მეურნეობები გაშენდება და სწორედ აქედან დავიწყებთ სამეგრელოში მევენახეობის აღორძინებას“,- განაცხადა მხარის რწმუნებულმა.
დადიანების სასახლის ეზოში ორდღიანი
აგრო-ბიზნეს ფორუმი დღეს გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები