ზუგდიდელი ბიზნესმენის მანან მიქავას ადვოკატი ნანა ფირცხალავა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შესახვედრად შევიდა. მისი თქმით, ბახტაძემ კარგად იცის მიქავას
საქმის შესახებ, თუმცა სურს, მას დამატებითი დოკუმენტაცია გადასცეს.
„მე ვთხოვე მასთან მყოფ პირებს, გადაეცათ, რომ მსურს შეხვედრა, რათა პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე. შევარდნას არ ვაპირებ, ცივილურად დაველაპარაკები“, - უთხრა ჟურნალისტებს ფირცხალავამ შენობაში შესვლამდე.
მანანა მიქავა
აქციებს მიწის დაბრუნებისა და ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით პერიოდულად მართავს.
მასალის გამოყენების პირობები