ზუგდიდში, ლაზის ქუჩა ნომერ 5-ში, ახალი რესტორანი „შუა ქალაქში“ გაიხსნა. ახალი ობიექტი ზუგდიდელებს გამოცდილი მზარეულების მიერ დამზადებულ ტრადიციულ, ნატურალური პროდუქტებისგან შემდგარ კერძებთან ერთად
ევროპულ სამზარეულოსა და საინტერესო სიახლეებსაც შესთავაზებს.
რესტორნის მფლობელის მათე გულორდავას თქმით, აქ ნებისმიერი მომხმარებლისთვის მისაღები ფასები და საინტერესო გარემოა.
„შუა ქალაქში მოსულ სტუმარს დახვდება სასიამოვნო გარემო,უგემრიელესი კერძები და გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა, შეუქმნას სტუმარს კარგი განწყობა და აგრძნობინოს თავი განსაკუთრებულად. ჩვენთვის ყველა სტუმარი განუმეორებელი და უნიკალურია. ჩვენთან შექმნილი მყუდრო გარემო, მშვიდი ატმოსფერო, მომსახურების მაღალი დონე და ის შეგრძნებები, რომელიც ჩვენთან შეიქმნება, ხელს უწყობს, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს, როგორც ოჯახში და დაიმუხტოს დადებითი და თბილი ემოციებით“, - თქვა გულორდავამ.
გარდა რესტორნისა, „შუა ქალაქში“ საბანკეტო დარბაზსაც მოიცავს, რომელიც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საპარკინგო სივრცით, გემრიელი მენიუთი და კვალიფიციური კადრებით უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
რესტორნის გახსნაზე სტუმრებს ალა-ფურშეტით გაუმასპინძლდნენ. მათთვის სიმღერები ზუგდიდელმა მომღერალმა ვახო გოგილავამ შეასრულა.
‘შუა ქალაქში“ სტუმრებს ყოველდღე მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები