კომბინატის კულტურის ცენტრის ეზოში, სადაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზუგდიდის მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვედრას
მართავდა, ხმაური იყო. შეხვედრის დასასრულს ადგილზე მოსულ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ თენგიზ ჯგუშიას მონაწილეები დაუპირისპირდნენ. როგორც ჯგუშია აცხადებს, მას სერგეენკოსთან შეხვედრა სურდა, რისი საშუალებაც არ მისცეს. მოგვიანებით მას მინისტრი შეხვდა, თუმცა მათ შორის საუბარი მალევე დასრულდა. ჯგუშიამ მას საავამდყოფოში წასვლა და იქ არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა შესთავაზა.
„თქვენი ნაკლები არ მიმოღვაწია, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეც ვიყავი, თქვენზე უკეთესი მინისტრებიც მინახავ და ცოტა გაიაზრეთ, ვის ელაპარაკებით“, - მიმართა მან სერგეენკოს.
მინისტრმა ტერიტორია მალევე დატოვა. ინციდენტი კი პოლიციის ჩარევის შემდეგ ამოიწურა. მანამდე ჯგუშია ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს დაუპირისპირდა და მას "ჯიბის ტელევიზია" უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები