რეგიონი
ირაკლი ჩიქოვანი “ნაციონალებს”: ნურავინ ნუ იყენებს ზუგდიდს დაძაბულობის შესაქმნელად ®
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა, სოფელ ჯიხაშკარში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის აკაკი მინაშვილისა და ამავე პარტიის წევრების მიერ ადგილობრივ ზარანდიების ოჯახში შეჭრისა და მათზე ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე ბრიფინგი გამართა. ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიების ოჯახი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ეუბნებოდნენ არ შეჭრილიყვნენ ეზოში, ამის მიუხედავად ოპოზიციის ლიდერები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში. ჩიქოვანი ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად და სიტუაციის არევის მცდელობად აფასებს.

,, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში ჩამოყვანილი, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე, რა ღირებულებებით ვცხოვრობთ აქ. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის ღირებულებებს და მოსაზრებებს და არ ვუვარდებით ერთმანეთს სახლში და მითუმეტეს არ ვურტყამთ ერთმანეთს სილებს და წიხლებს იმ ადამიანებს ვინც აქ ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა თუ რა პოლიტიკური გუნება განწყობილება აქვთ. ნაციონალური მოძრაობის ჩამოსულ წარმომადგენლებს შეიძლება წარმოდგენა არ ქონდეთ რა ხდება აქ. ნურავინ ნუ გამოიყენებს ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს დაძაბულობის შესაქმნელად. ჩვენს საარჩევნო კამპანიას აქვს საქმიანი მიდგომა, ჩვენ ვართ ამომრჩევლებზე ორიენტირებული და იმ შეთავაზებებზე რაც ზუგდიდს გააუმჯობესებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობა ცხადად ჩამორჩება და ცხადად აგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში, მათ აქვთ მცდელობა არიონ სიტუაცია, ისინი არიან ჩამოსულები და არანაირი შეხება არა აქვთ ზუგდიდთან. მათ აქვთ სრული თავისუფლება იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები, მაგრამ პატივი უნდა სცენ თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცეს და საკუთარ ეზოს და პატივი უნდა სცენ იმას, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს სტუმართმოყვარეობით და ურთიერთგატანით ვხვდებით“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატის საარცევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, პროვოკაციები, რასაც ადგილი აქვს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის რთულად ასატანი მოქალაქეებისთვის:

,,არა აქვს მნიშვნელობა ესენი იქნებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები თუ ნებისმიერი სხვა ადამიანები, რომელთაც მწარედ ახსოვთ ის გამოცდილება რაც ამ ქალაქში 9 წლის განმავლობაში ქონდათ. თქვენ კარგად ნახეთ კადრებში, რომ ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ამ რეგიონს ტერორის ქვეშ ამყოფებდნენ, დღეს ღიად მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში და ზუსტად ეს აღიზიანებს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, მივმართავ მათ, რომ ძალიან დიდი მოთმინებით მოეკიდონ ამას და ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველებს, ჩვენ ასევე მივმართავთ სამართალდამცველებს, რომ ყველა ესეთი ფაქტი იყოს აღკვეთილი.“

ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს სამართალდამცველების თუ რომელიმე ქართული ოცნების მხარდამჭერი იქნება პროვოკაციაში შემჩნეული, მათზეც შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

,,ჩვენ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოვიყვანეთ საარჩევნო კამპანია სტაბილურად, ჩვენ გააზრებულად ვმოქმედებთ, ჩვენ ზუსტად გვაქვს წარმოდგენილი როგორი იქნება დარჩენილი 7 დღე, კარგად გვესმის და გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა პროვოცირების გზით ცდილობს საზოგადოების გაღიზიანებას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ, მშვიდად ვიაროთ ეს ერთი კვირა და 19 მისს გეგა შენგელიას გამარჯვება ვიზეიმოთ“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, კადრებში სადაც ნაციონალური მძრაობის წევრების შევარდნაა და ძალადობა ჩანს ასახულია კუდის ზუგდიდის განყოფილების ყოფილი უფროსი რუსლან შომახია, რომელსაც საზოგადოება კასრების საქმიდან იცნობს.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.