ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
12:41 / 14.05.2019
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიოციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და პარტიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე კამათი რულოვსის მიერ ერთ-ერთი დეპუტატისადმი მიმართვას მოჰყვა.
"გამეცით პასუხი, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, რომ არჩევნებში მოგების გამო ყველაფერზე წავლენ", - ჰკითხა რულოვსმა უმრავლესობის დეპუტატს გია დანელიას. საკრებულოს წევრმა კანდიდატისთვის პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან სხდომაზე სხვა დეპუტატებმა დაიწყეს ხმაური.
ირაკლი ლაგვილავამ. რომელიც ასევე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს რულოვსს უთხრა, რომ მას ზვიად გამსახურდიას დარბაზში საუბრის მორალური უფლება არ ჰქონდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა დარბაზი მალევე დატოვა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა დღეს გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, გია დანელია საუბრობს, რომ ის თათბირს ესწრებოდა, სადაც გაიცა ბრძანება, რომ არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, ტერორსა და გატაცებაზეც უნდა წავიდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები