„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დადიანების სასახლის ეზოში სანდრა რულოვსის ჩაწერის დროს მომხდარ დაპირისპირებასთან კავშირია არ აქვთ.
შტაბში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რაც ინციდენტის რეალურ მიზეზებს დაადგენს.
„ჩვენი შტაბიდან მსგავსი დავალებები არ გაიცემა და ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ ვართ. არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა პრეტენზიები ჰქონდათ მათ“, - ამბობენ შტაბში.
დადიანების სასახლის ეზოში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ერთ-ერთი გადაცემისთვის იწერდნენ ინციდენტი მოხდა. გაერთიანებული ოპოზიცია მომხდარში "ქართული ოცნების" შტაბს ადანაშაულებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შტაბს აბრალებს
ფიზიკური დაპირისპირება დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერის დროს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები