დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი
ინცინდენტის გამოძიებას გაერთიანებული ოპოზიცია უმოკლეს ვადებში ითხოვს. ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ენმ-ის პოლიტსაბჭოს
ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია აქციებს დაიწყებს.
„ მე მინდა პოლიციას და უფროსს მივმართო, რომ ამ შემთხვევაში მონაწილე ადამიანები დიდი ხანია, იდენტიფიცრებულები არიან . ეს არის პირველი შემთხვევა, რადგან ადრეც დაურბევიათ ჩვენი შეხვედრა. ვაფრთხილებთ პოლიციის უფროსს, რომელიც მფარველობს მათ, თუ დღეს დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ იქნენიან დაკავებულნი ჩვენ აქ მოვაწყობთ აქციებს ", - აღნიშნა ნაყოფიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფს ზურაბ ცერცვაძეს, რომელიც დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,
დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. მისი გამოკითხვა ზუგდიდის პოლიციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები