ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომოისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის მიერ საარჩევნო ინვენტარის გაცემის ფაქტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
შეისწავლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ უთხრა.
"ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე საათის წინ გაცემული საარჩევნო სიები უკან მოაბრუნეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ვსწავლობთ, რამდენად კანონიერად გასცეს", - აღნიშნა ჭკადუამ.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ხვალ გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, არის თუ არა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
ბეჭდებისა და სამაგიდო სიის გაცემა კანონდარღვევა.
მასალის გამოყენების პირობები