#67 ზუგდიდის საარჩევნო კომისიის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ენმ-ის მხარდამჭერმა, ზუგდიდელმა მაია კალანდიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს
მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. მან "ქართული ოცნება "მხედრიონელებს" შეადარა და დასძინა, რომ სამეგრელომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ისე უნდა იბრძოლოს, როგორც ამას აღნიშნული შეიარაღებული ფორმირების წინააღმდეგ აკეთებდა.
"მთელი ღამის განმავლობაში ვიყავით საოლქოში და ვითხოვდით სიების დაბრუნებას. როგორც მესხი ამბობს, მას არ დაურღვევია კანონი, თუ ასეა, რატომ მოაბრუნეს სიების ნაწილი უკან", - თქვა მან.
საოლქო კომისიის შენობის წინ მიმდინარე აქცია, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ
დაიწყო. აქ იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. ისინი სამაგიდო სიების ბოლომდე დაბრუნებას და საოლქოს თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები