ზუგდიდის საკრებულოს წევრი თამაზ (თაზო) ფაცაცია პარლამენტის წევრს ენმ-დან თინათინ ბოკუჩავას მისამართით არაეთიკური პოსტის გამო ბოდიშს იხდის. ამის შეასხებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადეოებას“, - წერს საკრებულოს წევრი.
ფაცაციამ თინათინ ბოკუჩავას შესახებ დაწერილი შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტი უკვე
წაშალა.
მასალის გამოყენების პირობები