ზუგდიდში " სტუდენტური დღეები 2019“ მარათონით გაიხსნა, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. მარათონის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„სტუდენტური დღეები ზუგდიდში მე-4 წელია, რაც ტარდება. წელს მარათონში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 200 ახალგაზრდამ. მონაწილეობას იღებდა, როგორც სტუდენტები და ასევე მოსწავლეები. მარათონის მთავარი მიზანი არის, რომ დავკავდეთ სპორტით და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი მომავლის საწინდარია. ღონისძიების ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება “, - თქვა მარათონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატალია კიკალიშვილმა.
სტუდენტური დღეების გახსნას ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები