ზუგდიდში, სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობა მძიმე იყო,
კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დანარჩენი 7 უფროსკლასელი კი რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.
საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერ სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ორი მათგანი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, დანარჩენები კი პალატებშია მოთავსებული.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა
მასალის გამოყენების პირობები