ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გია დანელია ამ წუთებში რაიონულ პროკურატურაში იკითხება. პროკურატურის ინფორმაციით, მას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხავენ.
თავად დანელია გავრცელებულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.
{{VIDEO}}
"ეს ჩანაწერი არის მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2 წლის წინ, საუბარი მქონდა ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი გაკეთებულია, სავარაუდოდ, მის მიერ. მოვუწოდებ, რომ თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი", - უთხრა ჟურნალისტებს დანელიამ.
საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე
პროკურატურა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, თითქოს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს. გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები