რეგიონი
ზუგდიდში გადაცემის ჩაწერისას ინცინდენტში მონაწილე პირს გირაო შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადიანების ეზოში, სანდრა რულოვსის მონაწილეობით გადაცემის ჩაწერისას ინცინდენტში მონაწილე მამუკა ცირდავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა პროკურატუის შუამდგომლობა.

ცირდავამ სასამართლოს უთხრა, რომ ის ბრალს აღიარებს და პროკურორის შუამდგომლობას სრულად დაეთანხმა. მის მიმართ საქმე ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, განხორციელებულ ძალადობას ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით იყო აღძრული.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,14 მაისს ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემა "ლუსტრაციის" ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.




ამავე თემაზე:

ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მიეცა 

„ოდიშის“ ჟურნალისტს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.