ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარები „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის შტაბებში გააკეთეს.
როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, აღნიშნულ უბანზე მათი წარმომადგენლის მიმართ მანამდეც რამდენჯერმე ზეწოლა განხორციელდა.
„ჩვენი ინფორმაციით, 87-ე უბანთან მოხდა გასროლა ჩვენი კომისიის წევრის მიმართ, რომელმაც გადასატან ყუთთან დაკავშირებული კადრები გადაიღო. მანამდე იყო სიტყვიერი მუქარები. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, დაუყოვნებლივ, არჩევნებამდე რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე,რადგან ყველამ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს მსგავსი კრიმინალური ქმედებები ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობით, ხელი აიღოს განზრახვაზე“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული არ არის. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს.
„გადამოწმებული არ არის ინფორმაცია, სიგნალი მოვიდა და შს სამინისტროს შევატყობინეთ, რომელიც მოახდენს მყისიერს რეაგირებას. ჩვენ ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პოლიციას ჩავაყენებთ საქმის კრუსში“, - თქვა ჩიქოვანმა.
ზუგდიდის პოლოციის შენობაში ჩვენების მისაცემად #87 უბანზე ცესკოს დამკვირვებელი გაერთიანებული ოპიზიციიდან ზოია ქვარაცხავა ჩვენების მისაცემად შევიდა. მან შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰაერში გაისროლეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
ამავე თემაზე:
ენმ-ის მხარდამჭერი ზოია ქვარცხავა დაკითხვაზე შეიყვანეს
მასალის გამოყენების პირობები