“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური 87-ე უბანთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ დაისჯება ნებისმიერი პირი, ვინც კანონს დაარღვევს,
იმის მიუხედავად, არის თუ არა ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.
“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხარდამჭერია კანონდამრღვევი. ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა და თუ დადგინდა კანონდარღვევა, აუცილებლად დაისჯება ის დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით”,-აღნიშნა ძიძიგურმა.
ძიძიგურის შეფასებით, საარჩევნო პროცესი ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
'არჩევნები ზუგდიდში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ცივილურად, ისე როგორც ამ ქალაქს შეეფერება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსესს, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად მოახდინა ყველა ექსესზე რეაგირება. ჩვენ, რა თქმა უნდა ვიცით, როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, ნაციონალური მოძრაობისგან არ ელოდო პროვოკაციას ეს იგივეა, ზამთარში არ ელოდო სიცივეს", - დასძინა ძიძიგურმა.
ამავე თემაზე:
ხატია დეკანოიძე: დაზარალებულმა მოასწრო და ფოტო გადაუღო იმას ვინც იარაღი დაუმიზნა და ჰაერში გაისროლა
მასალის გამოყენების პირობები