ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს.
მათივე ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, შუბლის წილის დაჟეჟილობა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები