ზუგდიდის ახლად არჩეული მერი გიორგი შენგელიას, რომელიც ამ დრომდე პირველი მოადგილის მოვალეობას ასრულებს, ვიცე-მერს დანიშნავს. ამის შესახებ შენგელიამ რადიო
„ათინათს“ თავად უთხრა.
მისივე თქმით, მერის მოადგილის თანამდებობას მაიზერ ნანავა შეინარჩუნებს. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, შენგელიამ აღნიშნა, რომ, ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„იმდენად დაძაბული სამუშაო რეჟიმი გვქონდა, რომ ფიზიკურად არ იყო შესაძლებლობა, ამაზე გვეფიქრ. გუნდში ვისმჯელებთ და მოვიფიქრებთ, როგორ ჯობია. რამდენიმე პოზიცია იყო ვაკანტური და მათ გარდა, სხვა მიმართულებით, კონკრეტული პოზიცია არ მაქვს, მაგრამ ჩამოვყალიბდებით უახლოეს მომავალში. მთავარია, რომ შერჩევის კრიტერიუმი იქნება პროფესიონალიზმის, საქმის ცოდნა და კეთილსინდისიერება“, - თქვა შენგელიამ.
19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა
გიორგი შენგელიამ ხმების 54%-ზე მეტი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები