დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, „პრეზიდენტის“ არჩევნები ერთი თვით და 4 დღით გადავადდება და 25 აგვისტოს გაიმართება, მანამდე ჩანიშნული 21 ივლისის ნაცვლად.
კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებები „პარლამენტს“ განსახილველად რაულ ხაჯიმბამ წარუდგინა, წერს "აფსადგილ ინფო".
20 მაისს აფხაზეთში მასობრივი პროტესტი დაიწყო. მომიტინგეებმა უვადო აქცია გამოაცხადეს და ჯერ ხაჯიმბას ხალხთან გამოსვლა, ხოლო, შემდეგ, მისი გადადგომა მოითხოვეს.
ხელისუფლების მოწინააღმდეგეები „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას ითხოვდნენ, რადგან ოპოზიციის „პრეზიდენტობის“ კანდიდატი მძიმე მდგომარეობაში, მოსკოვის კლინიკაში იმყოფება. ასლან ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ ის მოწამლულია.
დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2019 წლის 25 სექტემბერს იწურება.
ამავე თემაზე:
სოხუმში ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო
ფხაზეთში ოპოზიციონერებმა, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანის მოთხოვნით, გზები გადაკეტეს
რაულ ხაჯიმბა არჩევნების გადადებას დათანხდა
მასალის გამოყენების პირობები