გიორგი გახარია: ზუგდიდიდან დამოუკიდებლობის აღქმა მძაფრი და ემოციურია (ვიდეო)
16:08 / 26.05.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 26 მაისის აღნიშვნას ზუგდიდში შეუერთდა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავისუფლების მოედანზე გამოფენილი
სხვადასხვა ტექნიკა დაათვალიერა, უწყების მიერ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას გაეცნო და მათ მონაწილეებთან ფოტოებიც გადაიღო.
გახარიას თქმით, შს სამინისტროს მიერ ზუგდიდში დამოუკიდებლობის აღნიშვნა სიმბოლურია. „გილოცავთ 26 მაისს, ამ უმნიშვენლოვანეს დღეს. ეს არის მიღწევა, რისთვისაც ამ ქვეყნის თაობები იბრძნოდნენ. სიმბოლურია, რომ შსს ზუგდიდში აღნიშნავს, რამეთუ წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა ერთიანი ქვეყნის გარეშე. ზუგდიდიდან და გორიდან აღქმა ამ დღის არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური. 26 მაისი იყო უდიდესი მიღწევა მსოფლიო დემოკრატიისთვის, პირველი რესპუბლიკა, როგორც სოციალ-დემოკრტაიული არჩევითი მთავრობა. მაშინაც 26 მაისი სიმბოლურად კვირა იყო და დღესაც ასე დაემთხვა. სამეგრელოდან არ უნდა დაგვავიწყდეს 9 აპრილი, როცა გაძლერდა და თანამედროვე იერსახე შეიძინა დამოუკიდებლობამ და ის ადამიანები, ვინც ამ დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა, უმძიმესი შრომა გვჭირდება, რომ ვიზეიმოთ ერთიან თავისუფალ ქვეყანაში“, - უთხრა ჟურნალისტებს შს მინისტრმა. უწყება დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე აღნიშნავს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები