სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც რუსულ ოკუპაციას ამჯერად გორიდან მესტიამდე ფეხით მსვლელობით აპროტესტებს, უკვე მესტიაშია.
ამით მან სიმბოლურად, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, 9 აპრილს დაწყებული
მოგზაურობა დაასრულა.
გიგა მაქარაშვილმა მსვლელობის ფარგლებში 50-მდე ქალაქი და 400-მდე სოფელი ფეხით შემოიარა.
სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი
გიგა მაქარაშვილი 13 დღიანი ფეხით მსვლელობის შემდეგ ენგურის ხიდზე სწორედ 27 სექტემბერს ჩავიდა. ამ ფორმით მან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. ჟურნალისტმა და აქტივისტმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 360 კილომეტრზე მეტი ფეხით გაიარა.
მასალის გამოყენების პირობები