ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, სენაკში და ქალაქ ფოთში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 27,040 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
საქმეთა მასალები შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები