აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა საპრეზიდენტო არჩვენების 25 აგვისტოს ჩატარებას
დაუჭირეს მხარი. „აფსნი ლაიფის“ ცნობით, კენჭისყრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 30 დეპუტატიდან, 25-მა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა, 1- მა თავი შეიკავა.
22 მაისს სოხუმში, „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილებმა აქციის მონაწილეებმა და აფახაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შეთანხმებას მიაღწიეს. 20 მაისს აფხაზეთში მასობრივი პროტესტი დაიწყო. მომიტინგეებმა უვადო აქცია გამოაცხადეს და ჯერ ხაჯიმბას ხალხთან გამოსვლა, ხოლო, შემდეგ, მისი გადადგომა მოითხოვეს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას ითხოვდნენ, რადგან ოპოზიციის კანდიდატი მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის კლინიკაში იმყოფება. ასლან ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ ბჟანია მოწამლულია.
ამავე თემაზე: ხაჯიმბას გადაწყვეტილება არჩევნების გადატანის შესახებ „პარლამენტმა“ უნდა დაამტკიცოს
რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიტაცებას ცდილობს
სოხუმში „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას და ბჟანიას მოწამვლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები