ზუგდიდის საკრებულომ მერის უფლებამოსილება 10 ივნისს უნდა ცნოს
N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები შეაჯამა.
კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ საკრებულომ არჩეული მერის უფლებამოსილება საკრებულომ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მეთერთმეტე დღეს უნდა ცნოს.
ზუგდიდის საკრებულოში ამბობენ, რომ რიგგარეშე სხდომა 10 ივნისს გაიმართება, რომელზეც მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილებას ოფიციალურად უნდა ცნონ.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მერად არჩეულია გიორგი შენგელია 30 487 ხმით.
მასალის გამოყენების პირობები