რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ჩასატარებლად
133 მილიონ რუბლს გამოუყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის დუმამ ფედერალური ბიუჯეტის დამტკიცებისას მიიღო.
მანამდე, მარტის პირველ რიცვხებში,აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლა შარშან შემოტანილი ქიმიკატებით გაგრძელდა. მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, ხოლო მავნებლის მექანიკური შეგროვების დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან 7 მილიონი რუბლი გამოიყო. მისივე ცნობით, ფაროსანას მექანიკური შეგროვება 4 მარტს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
სოხუმი ფაროსანაზე: მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად პრობლემა სერიოზულია
გალის რაიონში ერთ დღეში 200 კილოგრამზე მეტი ფაროსანა ჩააბარეს (ფოტო,ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები