„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ეკონომიკის მინისტრის მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებული ნებართვის შესახებ
გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღიათ.
„მედიის და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი, ფოთის საზღვაო ნავსადგური ეხმიანება ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ მოვლენებს და აკეთებს შემდეგ განცხადებას: „ეიპიემ ტერმინალს ფოთს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, სამინისტრომ კომპანია „ეიფიემ ტერმინალსს“ ფოთში მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაუუქმა. მისი განცხადებით, ნებართვა ეხებოდა არა მშენებლობას, არამედ მიწათსარგებლობის უფლებას.
გუშინ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ეკონომიკის სამინისტროსგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
მანამდე ქალაქ ფოთის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები