ახალი ამბები
ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანი მისი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს (ვიდეო)
ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა  “ლუსტრაციის” წამყვანი ლევან თორია, ზუგდიდში, დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურისგან  მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი თქმით, გამოძიება არა ძალადობის, არამედ ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით უნდა დაწყებულიყო.  აღნიშნული მოთხოვნით, მან სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანა.

„გამოძიება მიმდინარეობს არასწორი მუხლით, არ მიმდინარეობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება. მე მოვუწოდებ სახალო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ“,- აღნიშნა თორიამ.

გარდა ამისა ლევან თორიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ამჟამად დაკავებულია სამართალდამცველების მიერ არის ნაცემი. თორიას მტკიცებით, სწორედ პოლიციელების მიერ მიყენებული დაზიანების მას აბრალებენ.

„ერთ-ერთი დაკავებული ციხეში პოლიციელებმა სცემეს და ახლა აპირებენ, რომ სახეზე დაზიანება მე მომაწერონ.  სრული პასუხისმგებლობით  ვაცხადებ, რომ ჩემი მხრიდან არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მით უმეტეს თავლის არეში და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციას მაქვს“,- თქვა მან.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა  ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს ლევან თორიას, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა, მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა თორიას და მას სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამავე თემაზე:
ტელეკომპანია “ოდიშის” წამყვანს 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.