ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ფოიეში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად?როდის? გაიმართა. გარდა ამის, მოეწყო ასფალტზე ხატვა. აღნიშნულ ღონისძიებებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და პატარებს დღევანდელი დღე მიულოცეს.
„ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. თითოეული ჩვენგანის ვალია, შეგიქმნათ უზრუნველი გარემო და ხელი შევუწყოთ თქვენ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენ პატარებს“-აღნიშნა ღონისძიებაზე არჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და კულტურის ცენტრ " ოდიშის" ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ბავშვთა დაცვის დღე 1950 წლიდან, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები