„ჩვენ ცვლილებებისთვის“ - ორგანიზაცია „ილი“-ს პროექტის პრეზენტაცია (ვიდეო)
17:59 / 03.06.2019
ზუგდიდში ორგანიზაცია „ილი“-ს მიერ ინიცირებული პროექტის „ჩვენ ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის სალომე გარდავას თქმით, პროექტის მიზანია ორგანიზაციის შესახებ
ცნობადობის გაზრდა რეგიონში და საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა პირები, მათ შორის, სმენადაქვეითებული ბავშვები მშობლები დაესწრნენ, გარდავამ ორგანიზაციის დაარსების შესახებ ისაუბრა და დაინტერესებულ პირებს დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
"გაკვეთილების, რომლებიც თერაპიისთვისაა გამოყოფილი, მხოლოდ ნაწილი ფინანსდება და ერთი წლის მერე, ეს ბავშვები და მათი მშობლები, თითქოს, იკარგებიან. ამიტომაც გვსურს, ამ კუთხით რეგიონის გააქტიურება, ცნობიერების ამაღლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობლები უმეტესად ვერ აღიარებენ ამ პრობლემას", - აღნიშნა სალომე გარდავამ. პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან, საინფორმაციო კამპანია, კვლევის (ფოკუს-ჯგუფების) ჩატარება, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება, რადიო გადაცემის მომზადება, ვიდეო რგოლის გადაღება პროექტის შესახებ და სხვა.
შეხვედრაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ ასოციაცია "ილის" ზუგდიდში არსებობა მნიშვნელოვანია, რათა სმენადქავეითებული ბავშვებისა და მათი მშობლების საჭიროებები გათვალისწინენული იყოს. ერთ-ერთმა მშობელმა ნანა ჩიტაიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამითაც უსახსრობის გამო სრულად ვერ ისარგებლა, რადგან სერვისი მხოლოდ თბილისში არსებობს.
მერიის დარბაზში გამართულ პრეზენტაციას სოციალური სამსახურის უფროსი ნინო სხულუხიაც დაესწრო. მან ასოციაციასთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
„ჩვენ ცვლილებებისთვის“ ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები