24 წლის წინ დაკარგული მარტვილელი ბიჭი სახლში დაბრუნდა (ვიდეო)
18:55 / 03.06.2019
მარტვილის სოფელ ნაგებერას მკვიდრი 24 წლის წინ დაკარგული დათო გახოკიძე ორი დღის წინ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ნაგებერას რწმუნებულმა ირაკლი დანელიამ უთხრა.
მისი თქმით, ბიჭი წლების წინ თბილისში დაიკარგა და ოჯახი მას შემდეგ ეძებდა. დანელიამ გვითხრა, რომ დათომ თავისი ოჯახის შესახებ ქუთაისის ციხეში გაიგო, სადაც ის რამდენიმე თვის წინ მოხვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, საკანში, სადაც დათო გახოკიძე იმყოფებოდა, მათივე თანასოფლელიც ყოფილა, რომელმაც იცნო. დედა-შვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ფეისბუქ გვერდმა "სენაკის ქრონიკამ" გაავრცელა.
„დათო გახოკიძე 1995 წელს დაიკარგა. როგორც დეიდაშვილი ამბობდა, ისინი ბოლოს მდინარე მტკვართან იმყოფებოდნენ, საიდანაც ის გაუჩინარდა. ძებნა დაიწყო იმ დღიდან, ჩართული იყო პოლიციაც, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს. ძებნა არ შეუწყვეტიათ მის ოჯახის წევრებს. მამა მისი დაკარგვიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ახლა ამ ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათა ნაპოვნია და უნდა ჩამოვიდესო. გუშინ ვიყავი მათ ოჯახში, დათო იქ დამხვდა", - ამბობს ირაკლი დანელია.
მისივე ინფორმაციით, დაკარგული ბიჭი ამ ხნის განმავლობაში თერჯოლაში ცხოვრობდა. სოფლის რწმუნებულს არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში ბავშვის პოვნის შესახებ იმ ოჯახმა, რომელშიც დათო ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები