გასულ წელს აფხაზეთს ფაროსანასთან საბრძოლველად 600 ათასი ლარის აღჭურვილობა და პესტიციდები გადასცა
ქართულმა მხარემ 2018 წელს აფხაზეთს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიბებისთვის შესაწამლი ტექნიკა,
ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები გადასცა. მათი ღირებულება 600 000 ლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაშია ნათქვამი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები.
მოხსენება 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები