ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში არსებული ექსპონატების ამსახველი სუვენირები გაიყიდება. ტურისტები და დამთვალიერებლები აქ კედლის მინიატურების და კერამიკული ფილების შეძენას შეძლებენ.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ დადიანების მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ უთხრა. მისივე თქმით, სუვენირები, რომლებიც დაამზადეს ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და გემოვნებას წარმოაჩენს. ბერაია ამბობს, რომ მათი რაოდენობა ეტაპზე შეზღუდულია, რადგან ის ჯერჯერობით საცდელად დამზადდა.
„ამ ეტაპზე რამდენიმე ცალი დავამზადეთ. რისი საშუალებაც სასახლეს ჰქონდა. მომავლში ვგეგმავთ, რომ უფრო მეტი დავამზადოთ. არის მოთხოვნა ტურისტების მხრიდან, რომ აქედან რაიმე დასამახსოვრებელი წაიღონ და ეს ასე ხდება მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში. გარდა ამისა ეს მუზეუმისთვის შემოსავლის წყაროც იქნება“, - თქვა ბერაიამ.
მისივე თქმით, მუზეუმის ადმინისტრაციამ ტურისტების მოსაზიდად და სასახლის პოპულარიზაციის მიზნით, კედლის დასაკიდი სუვენირების გარდა სხვა სიახლეებსაც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები