10 უკრაინელი ბავშვი, რომელიც საქართველოში იულია სუსლიაკმა ჩამოიყვანა, სამშობლოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავშვების უკრაინაში გადაყვანის საკითხზე ქართულ მხარესა და უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შორის შეხვედრა გაიმართა.
“როგორც მოგეხსენებათ 10 ბავშვი, რომლებიც ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა საქართველოში ჩამოიყვანა, უკრაინის მოქალაქეები არიან. უკრაინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვებზე ზრუნვა უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელდეს. პროცესში ჩართულია უკრაინის სახელმწიფო სოციალური სამსახური. რაც შეეხება ბრალდებულ იულია სუსლიაკს, ის პატიმრობაში რჩება, მის მიმართ გრძელდება გამოძიება", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ამავე თემაზე:პროკურატურა: 10 მოზარდი უკრაინულ მხარეს გადაეცემა
მასალის გამოყენების პირობები